თურქეთი აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის კულტურის დღეებს მასპინძლობს

0

TURQETIდღეს თურქეთი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის დღეებს მასპინძლობს. ამასთან დაკავშირებით თურქეთში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ.

დელეგაციაშია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ცვიჟბა, აფხაზეთის კულტურის დე ფაქტო მინისტრი ბადრი გუნბა და სოხუმის მერი ალიას ლაბახუა.

ქალაქ ქართალის მერის ბულენთ ეჯევითის კულტურულ ცენტრში ღონისძიებები გუშინ დაიწყო. აფხაზეთის კულტურის დღეები “კავკასიის დიასპორათა ფედერაციის”, ქართალის მერიისა და სოხუმის მერიის თანამშრომლობით იმართება.

აფხაზეთის კულტურის დღეების ფარგლებში ქართალის მოედანზე მოეწყობა მსვლელობა, ფოტო და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები აფხაზურ სამზარეულოსაც გაეცნობიან. შესრულდება აფხაზური სიმღერები. ამასთან ერთად, აფხაზეთზე ნაჩვენები იქნება ფილმიც.

 

სხვა ახალი ამბები: