თურქული ტურისტული ბიზნესი აფხაზეთის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს

0

12085თურქეთის ტურისტული სააგენტოების „TÜRSAB” -ისა და ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული სააგენტოს „Akmis”-ის მიწვევით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო სამრეწველო პალატის დელეგაცია თურქეთში იმყოფებოდა.

დელეგაციის შემადგენლობაში 22 ბიზნესმენი იყო, მათ იქ რიგი შეხვედრები გამართეს.

აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის გენადი გაგულიას თქმით, თურქული ტურისტული ბიზნესი ძალიან დიდ ინტერესს იჩენს აფხაზეთის მიმართ.მისივე თქმით, უახლოეს მომავალში თურქი ბიზნესმენები აფხაზეთში ვიზიტს განახორციელებენ.

სხვა ახალი ამბები: