“თუ აზრის თავისუფლად გამომხატველი ადამიანების ადგილი არ არის ამ ხელისუფლებაშიც, ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე”

0

zurabishviliგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა და აქედან გამომდინარე თვლის, რომ მას უნდა მიეცა საშუალება განათლების ახალი მინისტრისთვის თავისი გუნდი მოეყვანა, თუმცა საკუთარ თავს არაპროფესიონალად ნამდვილად არ თვლის.

“ოფიციალური ვერსიით, თურმე პროფესიონალი უნდათ ჩემს ადგილზე, ანუ ბუნებრივად გამოდის, რომ მე არაპროფესიონალი ვყოფილვარ და თურმე არ ვიცოდი ის საქმე, რასაც ვაკეთებდი. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვიზიარებ, მიმაჩნია, რომ ამ სფეროში საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია მაქვს, არანაკლები, ვიდრე თავად ქალბატონ მინისტრს.მეორე მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს ებარა სკოლები, მე მებარა უმაღლესი სასწავლებლები და მეცნიერება. თუ სკოლები არ ვარგოდა, უამღლესი სასწავლებლები და მეცინიერება არ ვარგოდა, თუ ის ხალხი ვერ ართმევდა საქმეს თავს, ვისაც ეს ებარა, გამოდის, რომ ვერ უმუშავია კარგად სამინისტროს. აბა, რა წარმატებებზე ლაპარაკობენ? რაც ითქვა ჩემი გათავისუფლების მიზეზად, ეს არის ჩემთვის სრულიად მიუღებელი-აცხადებს ზურაბიშვილი.

გავრცელებული ვერსია იმის შესახებ, რომ მინისტრის მოადგილე ხშირად გამოხატული თავისუფალი აზრის გამო გაათავისუფლეს, თავად ზურაბიშვილი ჯერჯერობით ვერ ადასტურებს, თუმცა მოვლენებს წინ არ უსწრებს და დროს დაელოდება.

“თუ აზრის თავისუფლად გამომხატველი ადამიანების ადგილი არ არის ამ ხელისუფლებაშიც, ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. თუმცა ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, უახლოესი მომავალი აჩვენებს ეს ასეა, თუ -არა”-აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

 

 

სხვა ახალი ამბები: