“თუ დადგინდა, რომ ზუგდიდსა და ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში “ქართული ოცნების” წევრები მონაწილეობდნენ, ისინი კოალიციიდან გაირიცხებიან”

0

bidzina_ivanishvili“თუ დადგინდა, რომ ზუგდიდსა და ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში “ქართული ოცნების” წევრები მონაწილეობდნენ, ისინი კოალიციიდან გაირიცხებიან”–ამის შესახებ ივანიშვილმა ზუგდიდსა და ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართული პრაიმერის წინ მომხდარი ინციდენტების კომენტირებისას განაცხადა.

“როგორც მომახსენეს, არაფერი მსგავსი არ მტკიცდება, რომ ეს ჩვენი ოფისიდან ორგანიზებულია და ეს ჩემთვის წარმოუდგენელიცაა. მე არ ვიცი, როგორ გჯერათ ჟურნალისტებს და საზოგადოება როგორ იღებს ამას. გახსოვთ, ეს ვერტიკალი მათ დროს როგორც მუშაობდა, როგორ ხდებოდა ასეთი შეხვედრების ორგანიზება და როგორ მხვდებოდნენ პირადად მე, რა პროცესები იყო გამართული გამგებლებისა და მათი მოადგილეების მხრიდან. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ეს ცენტრალიზებულად ხდებოდეს. მსგავსი არაფერი ხდება, რომ ჩვენ ორგანიზება გავუკეთოთ. პირიქით, მე გავეცი თხოვნები და ბრძანებები, რათა ყველაფერი გაკეთდეს საიმისოდ, რომ მსგავსი ექსცესები არ მოხდეს. დღეს აქ მქონდა საუბარი და განვაცხადე, რომ მომიტანონ კონკრეტული გვარები. თუკი ვინმე ჩვენი პარტიიდან ამაში მონაწილეობდა, საჯაროდ ვაცხადებ, რომ “ქართული ოცნებიდან” გავრიცხავ და ისინი ჩვენი წევრები არ იქნებიან. მე ძალიან მკაცრი რეაქცია მექნება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

სხვა ახალი ამბები: