“თქვენ მერის მეგობარი ხართ!” “მე თქვენი ნათესავიც ვარ!”-რეპლიკების დღე ზუგდიდის საკრებულოში

0

replikebi sakrebuloshiქალაქ ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატებს ზუგდიდის მერის მოადგილე და ზედამხედველობის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.  წარდგენას საკრებულოს წევრის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს ნუკრი ესართიას უთხრა, რომ ის ზუგდიდის მერის, ირაკლი გოგოხიას მეგობარია და სწორედ ამ ნიშნით დაინიშნა თანამდებობაზე.

ნუკრი ესართიამ ანა წითლიძის რეპლიკაზე პასუხი დარბაზშივე გასცა. საკრებულოს წევრს შეახსენა, რომ ის ამავე დროს მისი ახლო ნათესავიც არის, თუმცა თანამდებობაზე არცერთი ნიშნით არ დანიშნულა. მოგვიანებით ნუკრი ესართიამ smo.ge-სთან კომენტარიც გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ზუგდიდი პატარა ქალაქია და აქ ყველა ერთმანეთის ნაცნობი, ნათესავი და მეგობარია, თუმცა ამ ნიშნით დღეს თანამდებობებზე არავინ ინიშნება, მათ შორის თვითონაც.

სხვა ახალი ამბები: