თხილის მავნებელის შესაწამლი ტექნიკა მუნიციპალიტეტებს გადაეცათ

0

11206647_666215550178302_4334623686933814016_oსოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურიშვილმა, მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ საკონსულტაციო შეხვედრა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან გამართეს. საკონსულტაციო შეხვედრა ეხებოდა დასავლეთ საქართველოში, თხილის ტკიპასთან და მავნე მწერების წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლის კამპანიას.

გუბერნატორმა ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაავალა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება დროულად მოხდეს და შეწამვლის პროცესი შეფერხებების გარეშ წარიმართოს. სამხარეო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის მთავრი შემოსავლის წყარო თხილია და აუცილებელია მავნებლის დროული განადგურება, რათა მან გავლენა არ იქონიოს თხილის მოსავალზე.

11022528_666215843511606_30648000999790731_o10835303_666215726844951_2149048744862155226_o11141314_666215546844969_996621179450400018_oმინისტრის მოადგილემ მუნიციპალიტეტებს სპეციალური მექანიკური შესაწამლი აპარატურა გადასცა და მავნე მწერების წინააღმდეგ მასშტაბური ბრძოლისკენ მოუწოდა. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა შეხვედრაზე განაცხადა, გამგეობა გეგმავს თანხები მოიძიოს სპეციალური აპარატურებისა და შესაწამლი მედიკამენტების შესაძენად, რისთვისაც მან სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციები სთხოვა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის წინადადებით, უპრიანი იქნებოდა მოძიებულ იქნეს პრეპარატების ნარევი, რითაც ერთდროულად იქნება შესაძლებელი სხვადასხვა მავნე მწერების განადგურება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის ლერი დოჩიას განცხადებით, მუნიციპალიტეტში თხილის პლანტაცია 15 ათას ჰა–ზეა გაშენებული და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მავნე მწერების მასშტაბური განადგურება.

სხვა ახალი ამბები: