იაშტუხელები ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს რუს ბიზნესმენებს აბრალებენ

0

lesnoj_pozhar (1)ორდღიანმა ძლიერმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა სოხუმის მსხლობლად სოფელ ისშტუხას დაცული, უნიკალური ტყის მასივი. ადგილზე აფხაზეთის ხანძარსაწინააღმდეგო გასამხედროებული ჯგუფების მუშაობამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგანაც მწირი ტექნიკით მათ ვერ შეძლეს ხანძრის ლოკალიზება.

დამატებითი გასამხედროებული ჯგუფები გამოიძახეს კრასნოდარის მხარიდან, რომლებმაც მეორე დღეს ვერტმფრენების საშუალებით შეზლეს ხანძრის ლოკალიზება, თუმცა უნიკალური ტყის მასივი სოფელ იაშტუხაში მთლიანად განადგურდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლიის საქმე. გავრცელებული ვერსიის თანახმად ცეცხლი ტყის მასივში ადგილობრივმა მოსხლეობამ გააჩინა, რადგან მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის გამოეყენებინათ. მეორე ვერსიის თანახმად სწორედ ამ ტერიტორიით იყო დაინტერესებული რუსი ბიზნესმენების ჯგუფი. ადგილობრივი მოსახლეობა უნიკალური ტყის მასივის განადგურებაში რუს ბიზნესმენებს ადანაშაილებენ.

ცნობისათვის:-აფხაზეთის კონფლიქტმა დიდი ზიანი მიაყენა რეგიონის ტყეებს. მარტო სოხუმის მუნიციპალიტეტში გაიჩეხა ათასობით ჰექტარი უნიკალური ტყეები, აუნაზღაურებელი ზარალი მიადგა ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალს, სერიოზულად დაზიანდა მთელს ევროპაში ცნობილი სოხუმის დენდროლოგიური პარკი. უხეშად დაირღვა ეკოლოგიური წონასწორობა.

სხვა ახალი ამბები: