იგეგმება თუ არა საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები?!

0
news_1_201935ვრცელდება ინფორმაცია,რომ ახლო მომავალში საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაძლოა საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე შესაძლოა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად დაინიშნოს, საგარეო უწყებას კი სააკაშვილის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა უხელმძღვანელოს. არაოფიციალური ინფორმაციით, კულტურის ამჟამინდელი მინისტრი გურამ ოდიშარია შესაძლოა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნოს.
გუშინ კი გავრცელდა ასევე არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი კოალიცია „ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა, პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინოს
.საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების თაობაზე.

სხვა ახალი ამბები: