იგორ გიორგაძე საქართველოში დაბრუნებასა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

0

igorასლან აბაშიძესთან ერთად საქართველოში დაბრუნებას გეგმავს პარტია სამართლიანობის ლიდერი იგორ გიორგაძე. როგორც პარტია “სამართლიანობის” წარმომადგენლები განმარტავენ გამორიცხული არ არის იგორ გიორგაძემ 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა.

“საქართველოში დაბრუნდება ყველა ის ადამიანი ვისაც აქვს ამის უფლ;ება. იგორ გიორგაძეც ამ ადამიანებს შორის არის. ყველას უნდა გვიხაროდეს ის ფაქტი, რომ საქართველოს თავისი შვილები თანდათან უბრუნდებიან. წინა ხელისუფლებამ ყველა გააქცია, ხოლო მოქმედი ხელისუფლება მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს ასწორებს. გამორიცხული არაფერია და მათ შორის იგორ გიორგაძის დაბრუნება”-აცხადებს პარტია “სამართლიანობისთვის” სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერი, ყოფილი პოლიტპატიმარი რევაზ ბულია.

სხვა ახალი ამბები: