იერუსალიმი წმინდა ცეცხლის მოლოდინშია

0

zeciuri-cecxliიერუსალიმში მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდება. იერუსალიმის პატრიარქი აღდგომის ტაძარში თბილისის დროით ორ საათზე შევა, რის შემდეგაც საფლავი დახიურება. პროცესის დაწყებამდე პატრიარქს სხვადსხვა კონფესიის სასულიერო პირები გაჩრეკენ.
მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს. ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

სხვა ახალი ამბები: