ივანიშვილის განცხადებით, პრემიერი ერთ-ერთი მინისტრი გახდება

0

ivanishviliსაქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მომავალი პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრი იქნება.

ამის შესახებ პრემიერმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, ის იქნება თუ არა მინისტრთა კაბინეტის წევრიო და უკვე პირველ მინიშნებას გეტყვით – ეს არის ერთ–ერთი მინისტრი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრედ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მოიაზრებიან.

სხვა ახალი ამბები: