ივანიშვილის განცხადებით მიხეილ მაჭავარიანის ძმა პრეზიდენტის სახე გახდა

0

vano maWavarianiარასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „პრეზიდენტის მრჩეველი ვანო მაჭავარიანი კოალიციაში „ნაციონალების“ შესაშინებლად მივიდა და ქრთამის სახით სამსახური მიიღო“.

„მან (პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა) პასუხი ვერ გამცა ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით. რატომ გახდა ახალი პრეზიდენტის ფავორიტი ვანო მაჭავარიანი, როცა ძველი პრეზიდენტის სახე აშკარად არის მისი ძმა?! ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, თუმცა გარკვეული კითხვები ისმოდა და ისმის დღესაც. ეს გახდა ახალი პრეზიდენტის სახე, ძველი პრეზიდენტის კი – მისი ძმა, თანაც ამას ამძიმებს ისიც, რაც გიორგიმ (მარგველაშვილმა) კარგად იცოდა – როდესაც მე მოვედი პოლიტიკაში და შევქმენით კოალიცია, გიორგიმ მოიყვანა თავისი მეგობარი ვანო მაჭავარიანი, რომ ის გახდებოდა ჩვენი გუნდის წევრი. მასზე დიდი დრო დავხარჯე, დადიოდა ჩვენთან ოფისში ხშირად. ერთხელაც განაცხადა, რომ სურვილი აღარ აქვს მომავალში… გაირკვა, რომ ჩვენთან მოსვლით მან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გააბრაზა, რომლებიც სამსახურს არ აძლევდნენ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმუშევარი იყო. მიაღწია იმას, რომ შეაშინა ისინი, მისცეს სამსახური ქრთამის სახით, 7 000 ლარი გადაუხადეს „საპარტნიორო ფონდში“, რომლის პრეზიდენტი გახლდათ გილაური. ესე იგი, ჩვენგან გადასულს დეკემბრიდან 7 000 ლარი დაუნიშნეს ხელფასად. გილაურმა შემომითვალა, რომ ეს კაცი ორჯერაც არ მოსულაო, ხელფასის ასაღებადაც კიო, ქართამის სახით ღებულობს ხელფასს და თქვენ ხომ არ გჭირდებათო. მე ვუთხარი, რომ არც მომიყვანია და არც წაყვანას ვაპირებ–მეთქი და გაათავისუფლა ისეც გილაურმა.  ეს კაცი ჩვენთან იმისთვის მოვიდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეშინებინა, იქ წავალ, თუ არ დამასაქმებთო. უმსგავსო საქციელი ჩაიდინა, როდესაც ჩვენთან მოვიდა, გაიცნო გუნდის წევრები და მანამ იარა ჩვენთან, სანამ არ დაასაქმეს, დღეს კი გახდა პრეზიდენტის სახე“,– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.