ივანიშვილი ბოკერიას მიერ ევროპელების და ელჩების მოსყიდვაზე საუბრობს

0

bbbbbbbპრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მიერ ევროპელების მოსყიდვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ “მალე ბევრს შერცხვება და უკან დაიხევს”.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გაზეთებისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის იმ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ პატიმრად არის მოხსენიებული.

„რატომ ხდება ასე, მე ავუხსნიდი ჩვენს მოსახლეობას და გაგებით მოვეკიდოთ, რომ აგრესია არ გადავიდეს არც კომიტეტზე, არც ევროპელებზე და ამერიკელებზე. ჩვენ ჩვენი უბადრუკობით მოვახერხეთ ის, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი მაქსიმალურად ძალადობდა საზოგადოებაზე, ყველა ამონაგები ნაწილდებოდა, ყველა შემოსავალი იმართებოდა და ელიტური კორუფცია ყვაოდა. ამ ფულით ახერხებდნენ ძვირი პიარ–კამპანიების წარმოებას. 16 მილიონი მარტო წინა წელს ჰქონდა ბოკერიას, რომელიც მხოლოდ პიარ–კამპანიებით იყო ძირითადად დაკავებული და დღესაც იმითაა დაკავებული, როგორ მოსცხოს ჩირქი ქვეყანას. ბოკერიას სამსახური მთლიანად სააკაშვილის პიარ–კამპანიაზე იყო მორგებული. ეს არის შედეგი იმის, რომ მთელი ევროპა სიცრუეში ჰყავდათ. ასევე ატყუებდნენ ამერიკას. ქართველები საკუთარ თავზე ვგრძნობდით ამ ძალადობას და გავიგეთ. დღეს მივანიშნებ და ცოტა გვიან, როცა პოლიტიკიდან წავალ, უფრო მკაცრად გამოვიყენებ ჩემს პოზიციას, რომ ზოგიერთი მეგობარი, რომელიც შემორჩა ევროპასა და ამერიკაში და საეჭვოდ უჭერს მხარს [„ნაციონალურ მოძრაობას“], მე ამაზეც კვლევები მაქვს და ვისაუბრებ არა როგორც მთავრობის მეთაური. ახლა მოკლედ რომ გიპასუხოთ, ეს ხდება ამიტომ, რომ ჩვენს ფულს ჩვენი უმეცრობით იყენებდნენ და გარეთ მუშაობდნენ. დღეს ძალიან ცოტა დარჩა, ერთეულები და იმ ერთეულებზეც პრინციპულად ვიმუშავებ, როცა პოლიტიკიდან წავალ’’, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე გავლენა „ნაციონალური მოძრაობის“ ტირაჟირებულმა სიცრუემ მოახდინა“.

„ძალიან ბევრს მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა და ნუ იფიქრებს საზოგადოება, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დასრულებულია. გრძელდება, პროკურატურაში უამრავი გამოძიებაა, გამოძიებაა მათ რიცხვში ბოკერიას სამსახურის მიერ 16 მილიონის გაცემაზე ლობისტებზე. იქიდან 400 000 დოლარი ნაღდი ანგარიშსწორებით არის გაცემული, ელჩებზე – მათ რიცხვში და მათზე პასუხისგება მოუწევთ მათ, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას. თქვენ კიდევ ბევრ რამეს ნახავთ და ევროპელებიც ბევრს დაინახავენ. იმ ევროპელებს,რომლებიც დღეს თავგამოდებით ცდილობენ, შერცხვებათ ბევრს და უკან დაიხევენ’’,– განაცხადა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: