ივანიშვილი გადადგება და სააკაშვილს დააპატიმრებენ?- რას წერს ბელგიური გამოცემა

0

get_imgბელგიური გამოცემა EUobserver 29 ივლისს აქვეყნებს სტატიას ბიძინა ივანიშვილზე, სათაურით- “საქართველოს პრემიერ–მინისტრი თავის ევროპულ ოცნებას” ამჟღავნებს”. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში მოსალოდნელია ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან გადადგომა და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრება.

EUobserver-ის ჟურნალისტმა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ ურეკის აგარაკზე ჩაწერა, სადაც პრემიერ–მინისტრი ამ დროისთვის იმყოფება.

გამოცემა წერს: “თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ახალ წლამდე ის პრემიერ–მინისტრის პოსტიდან გადადგება და თავისი მიზნის მისაღწევად საქმიანობას არასამთავრობო სექტორში გააგრძელებს”, – წერს EUobserver. გამოცემისვე ინფორმაციით, ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემედეგ, შესაძლოა, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.

“პოლიტიკურად, ეს ჩემი სურვილი არ არის, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია”, –  აცხადებს ივანიშვილი ბელგიური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სხვა ახალი ამბები: