ივანიშვილი მარგველაშვილზე: “ეს კაცი სასახლეს თავისი ფუფუნებისთვის არ თმობს”

0

PicMonkey Collageყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის დღესაც დაუსვამდა კითხვას პრეზიდენტსაც, მის დამცველებსაც და ყევლას ერთად, რამდენად აქვს მას უფლება იმ სასახლეში ყოფნის, რომელიც არის 16 000 კვ მეტრი, მაშინ როცა მას მაქსიმალურად ჭირდება 6 000, რომელიც გაურემონტა კიდევაც მთავრობამ.

`ჩვენ დავიწყეთ ეს ჩემი პრემიერობის დროს და 8 000 000 ლარი დაიხარჯა ამაში. პრინციპულად პრეზიდენტისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი და ახლა ისმის განცხადებები, რომ მას იქ გადასვლის სურვილი არ აქვს და, რაც მთავარია, მთავრობამ უკვე განცხადებები გააკეთა, რომ ეძებს მყიდველს, უნდა გაყიდოს. წარმოუდგენელია, ჩვენ სახელმწიფო ვართ თუ არა ვართ ?!. ეს კაცი თავისი ფუფუნებისთვის, თავისი ხასიათისთვის, თავისი ნებივრობისთვის არ თმობს – აქვს თუ არა ამის უფლება? ეს პოლიტკორექტულობას სცდება, აქვს უფლება ამ სასახლეში ცხოვრების და აქვს უფლება 10 ათასი კვ.მ. თავისი ხასიათისთვის გამოიყენოს?!“, – აღნიშნა ივანშვილმა გადაცემა „20/30’_ში.