იმედგაცრუებულთა ბრძოლა სკამებისთვის ისევ გრძელდება

0

get_imgზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებო ბრიფინგს მართავს დევნილთა საინიციატივო ჯგუფი, რომელთა მოთხოვნაა გადადგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მთელი შემადგენლობით. ძირითადი აქცენტი კეთდება მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამიაზე და ასევე მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ახლად დანიშნულ უფროსზე ჯემალ გოგოხიაზე.

“აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დევნილთა საინიციატივო ჯგუფში შემავალი ზოგიერთი წარმომადგენელი პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის შეფი გამხდარიყო, თუმცა მათ იმედები სამწუხაროდ არ გამართლდა. კობა ვაზგანავას მიზანი იყო დაეკავებინა თორნიკე კილანავას ადგილი და მათ შორის შედგა დიალოგი ამ თემაზე. ვაზგანავა სთავაზობდა კილანავას სკამი დაეთმო მისთვის და კილანავამაც აჩუქა ეს კამი, თუმცა არა თანამდებობა”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

მისივე განცხადებით ვაზგანავა თანამდებობაზე მოსვლისთანავე სთავაზობდა მაღალანაზღაურებად სამსახურებს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გარკვეულ ზეწოლას მოახდენდა აფხაზეთის მთავრობის სამთავრობო გადანაწილებებზე.

“მთავრობამ დანიშნა ადამიანი წარმომადგენლობაში, რომელსაც ჯერ არც შეხვედრიან, არც მის გეგმებს გასცნობიან და მართავენ ბრიფინგს მისი გადადგომის მოთხოვნით. ეს რაზე მიგანიშნებთ? მათ არ აინტერესებთ ვინ მოვა და ვინ დაიკავებს სამეგრელოოს წარმომადგენლობის მთავარ პოსტს. მათ ინტერსებში შედის ის, რომ ვაზგანავა მოვიდეს ამ თანამდებობაზე და შემდეგ უკვე თავად განახორციელონ საკადრო ცვლილებები. ეს დადასტურებული ამბებია, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ვაზგანავას უკან არავინ არ დგას მერწმუნეთ. ეს ამას დამოუკიდებლად აკეთებს და ცდილობს თავისას მიაღწიოს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ის “ქართული ოცნების” სახელითაც მოქმედებდა აქამდე და იმუქრებოდა, რომ წარმომადგენლობაში შეიჭრებოდნენ და ამ გზით გადააყენებდნენ კილანავას, თუმცა კულუარული ინფორმაციით ვაზგანავამ ამაზე მკაცრი გაფრთხილებებიც მიიღო. ერთადერთი ვინც შეიძლება ვაზგანავას ამ პერიოდში ქოქავდეს, ეს არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი წევრი, რომელთაც ასევე უნდათ “დაიპყრონ” გია ბარამიას სკამი.”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

ცნობისათვის, დღეს თბილისში პარალელურად საპროტესტო აქციას მართავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, რომელთაც აბესალომ მიქელაძე ხელმძღვანელობს. ისინი გია ბარამიას გადადგომას ითხოვენ, თუმცა ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მათ მოთხოვნას სასაცილოდ მიიჩნევენ, რადგან საბჭო რომელიც 20 წელია ბოგინობს არ უნდა ჰქონდეს რაიმე მოთხოვნის მორალური უფლება.

სხვა ახალი ამბები: