“იმედი”: ბაჩო ახალაიასთვის მისჯილ პატიმრობას სამართლიანობის აღდგენად აფასებენ

0

9bbchoo1გამოკითხულ ტელემაყურებელთა უმრავლესობა შინაგან საქმეთა და თავდაცვის ექს-მინისტრ  ბაჩო ახალაიასთვის მისჯილ  პატიმრობას სამართლიანობის აღდგენად აფასებს.

აღნიშნულ საკითხზე ინტერაქტივი ტელეკომპანია „იმედმა“ ჩაატარა და მასში მონაწილეობა 21 500-მდე მოქალაქემ მიიღო.

ინტერაქტივის კითხვას, “ახალაიას განაჩენი არის სამართლიანობის აღდგენა?”, დადებითად უპასუხა 19 541-მა ადამიანმა,  საპირისპირო აზრი კი 2 038-მა მოაქალაქემ დააფიქსირა და გადაწყვეტილება  პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ექს–მინისტრ  ბაჩო ახალაიას სასამართლომ  10– წლიანი პატიმრობა რამდენიმე დღის წინ მიუსაჯა. ბრალდებულს ამნისტიის კანონით გათვალისწინებული მუხლების თანახმად, შეღავათები შეეხო და საბოლოოდ პატიმრობის ვადად 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

 

სხვა ახალი ამბები: