“იმედი მაქვს, ხვალ მთელი საქართველო იქნება იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის მომავალი იძერწება“

0

540682_1407202402844540_1317185621_nკოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი თავის ბოლო წინასაარჩევნო მიმართვაში საზოგადოებას მოუწოდებს არჩევნებზე წასვლა არ დაიზაროს. ამის შესახებ მარგველაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს უდიდესი პატივი და მოვალეობა, რომ შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამ დღეს თითოეულ მოქალაქეს ეძლევა ძალა, რომ განაპირობოს ის ისტორიული არჩევანი, რომელიც მას, მის ოჯახს და მომავალ თაობებს მისცემს სწორ შესაძლებლობებს და სწორ განვითარებას, რომელიც ქვეყანას სწორ გზაზე დააყენებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, როდესაც ჩვენ სწორედაც რომ თავისუფალი ქვეყნის შვილები ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს.  ჩვენი წინაპრები მრავალი საუკუნის განმავლობაში სწორედ იმისთვის იბრძოდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ბედი საქართველოს მოქალაქეების ხელში ყოფილიყო. ამისთვის თაობები გმირობებს სჩადიოდნენ. დღეს ეს უფლება გვიპყრია ხელში და შეუძლებელია იყო პასუხისმგებლიანი მოქალაქე და არ გამოიყენო ეს უფლება, რადგან აქედან გამომდინარე იძერწება ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ არავინ არ დაიზაროთ, მოგიწოდებთ რომ ყველამ უაღრესი და საგანგებო მნიშვნელობა მიანიჭოთ იმას, რომ გამოხვიდეთ თქვენი სახლიდან, მიბრძანდეთ საარჩევნო უბანზე და შექმნათ ის  მომავალი, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ, რომ არის სწორი. არ შეიძლება ამ პროცესიდან გამოკლება. არ შეიძლება ვინმემ იფიქროს რომ ეს მისი საქმე არაა, რომ ეს უფრო რომელიმე პოილიტიკური ძალის საქმეა, ვიდრე – ჩვეულებრივი მოქალაქის. სწორედ ესაა დემოკრატია, როდესაც მოქალაქეები იღებენ ვალდებულებას, აკეთებენ არჩევანს და შემდეგ უკვე ავალდებულებენ პოლიტიკოსებს, ემსახურონ მათ ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნიათ. ამიტომ მოგიწოდებთ არ დაიზაროთ. იმედი მაქვს, ხვალ მთელი საქართველო იქნება იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის მომავალი იძერწება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: