ინგა ქარდავამ “ქართული ოცნება” დატოვა და ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა

0

734662_260532414078541_1743396083_nკოალიცია “ქართული ოცნება” დატოვა სენაკის ორგანიზაციამ ინგა ქარდავამ და ცალკე, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა სახელწოდებით “ქათა კავშირი”. ამის შესახებ გაზეთი “ალია” იუწყება. არასამთავრობო ორგანიზაცია
“ქალთა კავშირი-ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის” ლიდერი ინგა ქარდავა დამოუკიდებლად მოქმედებას “ქართული ოცნების” სენაკის ორგანიზაციაში მიმდინარე საეჭვო კოჰაბიტაციას უკავშირებს.

“ახალი ორგანიზაცია იმიტომ შევქმენით, რომ “ოცნებაში” გადაბარგებულ ყოფილ “ნაციონალებსა” და  კოჰაბიტირებულ კლანებს ვებრძოლოთ. ამას კაცები არ აკეთებენ, ამიტომაც მხოლოდ ქალებმა ვიტვირთეთ ეს მისია და ჩამოვაყალიბეთ კიდევაც ქალთა ორგანიზაცია. ჩვენ გვინდა რომ  ობიექტურობამ იზეიმოს და ამიტომაც კოჰაბიტაციას დამნაშავეებთან არ ვაპირებთ. ჩვენ ბრძოლას კვლავ ვაპირებთ “ნაციონალების” წინააღმდეგ, რადგანაც სენაკს ისევ “ნაციონალური” ცა ახურავს. გპირდებით, რომ ჩვენ შევცვლით რეგიონში მდგომარეობას “ნაცებმა” “ოცნების” ქუდიც მოირგონ.

ინგა ქარდავას განცხადებით მის მიერ დაარსებულ ორგანიზაციაში უკვე ასი ქალი გაწევრიანდა, რომლებიც სამეგრელოში სიტუაციის შესაცვლელად ყველაფერს გააკეთებენ.

სხვა ახალი ამბები: