ინგა ქარდავა: “ხვედელიძე სამეგრელოში დასანიშნი მაღალჩინოსნებისგან ქრთამს იღებდა”

0

166554_249285538536562_173744238_nსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბარში უფლებადამცველი ინგა ქარდავა სენსაციურ განცხადებას აკეთებს. ინგა ქარდავას განცხადებით შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე სამეგრელოში თანამდებობებზე დანიშნული პირებისგან ქრთამს იღებდა. ქარდავას განცხადებით ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის დანიშნვაში გელა ხვედელიძემ სავარაუდოდ 50.000 დოლარი აიღო.

” მე მაქვს სერიოზული წყაროებისგან მიღებული სანდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხვედელიძემ ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის ძალოვან სტრუქტურებში დანიშნვის სანაცვლოდ ქრთამი აიღო. სავარაუდოდ ხვედელიძემ ამ პირისგან დაახლოებით 50.000 დოლარი მიიღო. გელა ხვედელიძე “ქართულ ოცნებაში” შემოგზავნილი ზონდერი იყო, რომელმაც თავისი ძველი ნაცნობები თანამდებობებზე გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ დანიშნა. “ქართულ ოცნებაში” ამჟამადაც შემორჩენილია ხვედელიძის ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებიც ხვედელიძის დავალებებს ბოლო დრომდე ასრულებდნენ.”-აცხადებს ინგა ქარდავა.

უფლებადამცველი ინგა ქარდავა საქართველოს პრემიერსა და შს მინისტრს დახმარებას თხოვს და smo.ge-ს საშუალებით მათ მიმართვას უგზავნის.

“ბატონო პრემიერო! ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო!

ძალიან გთხოვთ მოხედოთ სამეგრელოს, რომელიც საფრთხის წინაშეა. სამეგრელოს ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” კადრები მართავენ, რომელიც გელა ხვედელიძის დამსახურებაა.

საქართველოს ღირსეული შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავს.დღეს იმედი ჩამესახა,რომ ბატონი ირაკლი ხელს არავის არ დააფარებს.მინისტრს მინდა ვუთხრა,იქნებ აწი მაინც დამრთავდეს სამეგრელოს რეგიონებში ყოფილი10-ლარიანი კორუმპირებული,ფულიანებისა და გასვრილი პოლიციელების დანიშვნა.ზოგიერთი ძალოვანი ნაცნობობითა და მეგობრობით ინიშნება,ხოლო ზოგიერთი მათგანი კლავიატურა და მონიტორს ერთმნეთისაგან ვერ არჩევს.სამწუხაროა მსგავსი თანამდებობის პირები ამბობენ სამინისტროებში ჰყავთ ახლობლები.ყველა სიტყვის პასუხისმგებელი ვარ.პოლიციის მაღალჩინოსნები კრიმინალებს უნდა დასდევდეს და არა პროტესტის გამოსახატავად გამოსულ მოსახლეობას,რომლებსაც ბიძინა ივანიშვილამდე სურთ თავიათი გაჭირვების მიტანა.ცხადია ყველაფერი არ იციან ზემოთ.ძალოვნები რომლებიც გვატერორებდა ყველა მაღალ თანამდებობებზეა დანიშნული.ყველა ძალოვანი სტრუქტურა გადასახალისებელია.მწამს შინაგან საქმეთა მინისტრისს რომ ყველაფერს საკუთარ ადგილს მიუჩენს.

ბატონო პრემიერო და შს მინისტრო! ძალიან გთხოვთ ჩამოხვიდეთ სამეგრელოში და ადგილზე შეისწავლოთ სამეგრელოში შექმნილი მდგომარეობა”-აცხადებს ინგა ქარდავა.

სხვა ახალი ამბები: