ინგა ქარდავა მინისტრ ნარმანიას ურჩევს თავი დაანებოს ყოფილი “ნაცების კრიშობას”

0

208573_277797519018697_729685595_nსენაკის მუნიციპალიტეტის აქ უკვე ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც გუშინ სენაკის საკრებულოს წევრებმა იმპიჩმენტის გზით გადააყენეს თანამდებობიდან ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. მურად შამათავას განცხადებით ის სენაკის რაიონულ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

საგანგებო განცხადებას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა კავშირი-ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ინგა ქარდავა. ის აცხადებს, რომ არ დაუშვებს სენაკში ნაციონალების დაბრუნებას და ყველა სამართლებრივი გზით წინ აღუდგება მიმდინარე პროცესებს. ინგა ქარდავა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს  სოციალურ ქსელ facebook-ში, რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ:

“მივმართავ “ნაცებთან” კოჰაბიტაციაში მყოფ საქართველოს ხელისუფლებას!

სენაკში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით,მე როგორც ერთერთი არასამთავრობოს დამფუძნებელი კანონის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის სენაკის ყოფილი საკრებულოს “ნაც თავმჯდომარე” ხვიჩა  ნარმანია,რომელიც “რესპუბლიკელი” გახდა სულ ცოტა ხნის წინათ, არ დაბრუნდეს სენაკის სკრებულოს თავმჯდომარედ. ეს ის ნარმანიაა,რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ასრულებდა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა დავალებას. მე კარგად მახსოვს მისი სიტყვები,სააკაშვილის სურათისკენ მიბრუნებულმა მითხრა, არასოდეს არ ვუღალატებ მიშიკოსო. პროკურატურაში შეტანილ ჩემს განცხადებას,რომელიც გადაგზავნილია საფინანსო პოლიციაში აუცილებლად ბოლომდე გავყვები. პასუხს სენაკის საკრებულო ბევრ რამეზე აგებს.

მინდა ასევე შევეხმიანო მინისტრ ნარმანიას!

თავი დაანებეთ ყოფილი ნაცების კრიშობას. ყველაფერს ნათელს მოვფენთ თუ რა ზეწოლებს განიცდიდა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე. როგორ აიძულებდნენ ვიღაც-ვიღაცეების დანიშვნას.”-წერს სოციალურ ქსელ facebook-ში ინგა ქარდავა.

სხვა ახალი ამბები: