ინგა ქარდავა:- “სამეგრელოში ნაც-ლორდთა ლოჟა მოქმედებს”

0

inga“სენაკის საკრებულოს თემა დასაწყისია ქართული ოცნების დასასრულის. მაშინ ვბრაზობდი მეგრელებმა სირცხვილი ვჭამეთ რომ ვერ გავიმარჯვეთ მეთქი. მართლაც გენიოსები და ჭკვიანი ხალხი ვართ. “ოცნებას” საერთოდ ხმები რომ არ წაეღო იმის ღირსი იყო. სამეგრელოში ნაც-ლორდთა ლოჟა მოქმედებს.”-ასეთი სახის სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე კოალიცია “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი, ამჟამად კი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ინგა ქარდავა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ადგილობრივ თვითმართველობაში, კერძოდ კი საკრებულოში დღეს განვითარებულმა მოვლენებმა გააღიზიანა.

“დღეს სენაკის მუნიციპალიტეტში სამარცხვინო რამ მოხდა.სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს,რომელიც კოალიციის წარმომადგენელია,იმპიჩმენტი დღევანდელი ხელისუფლების დავალაბით სენაკის ნაც-საკრებულოს წევრებმა გამოუცხადეს. არ გაინტერესებთ საფუძველი: საკონკურსო კომისიის შექმნა.ასევე თურმე ნაცებს ოთახები არ ჰქონიათ სამუშაოდ. საკრებულოს თავმჯდომარე სულ რაღაც ექვს თვეში ოთახებს ციდან ჩამოიტანდა? რაც ყოფილ საკრებულოს თავმჯდომარეს ცხრა წელი არ გაუკეთებია,ისევ ის ყოფილი ნაც-ზონდერი,7 ნოემბრის მონაწილე დღეს “გარესპუბლიკირებულს” აბრუნებს.სირცხვილო “ქართულო ოცნებავ”,ამისთვის გვაკვლევინეთ ერთმანეთი? იცით ნამდვილი მიზეზი რაა არის? ის არის რომ ახალმა თავმჯდომარემ ზემოდან ნაკარნახევი და ტელეფონების ზარებით დარეკილი კანდიდატები არ დანიშნა გამგებლად? დღეს კიდევ უარესი რამ ხდება,ადგილების გასამაგრებლად. თავჩაღუნულები უნდა დადიოდნენ ნაცები,აქ კი პირიქითაა, წელგამრთულები დადიან”-აცხადებს ინგა ქარდავა.

სხვა ახალი ამბები: