ინგა ქარდავა ხვალ საგანგებო ბრიფინგს გამართავს და “სუს”-ის უფროსის გადადგომას მოითხოვს

0

ingaარასამთავრობო ორგანიზაცია-ქალთა კავშირი “ქალები მშვიდობისათვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარე ინგა ქარდავა ხვალ სენაკში, “სუს”-ის შენობის წინ საგანგებო ბრიფინგს გამართავს. როგორც ინგა ქარდავამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს განუცხადა საგანგებო ბრიფინგის ძირითადი თემაა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის “სუს”-ის უფროსის, ხვიჩა ჯიშკარიანის გადადგომის მოთხოვნა. “საგანგებო ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დავაყენებ საკითხს “სუს”-ის უფროსის ხვიჩა ჯიშკარიანის გადადგომის შესახებ. ხვიჩა ჯიშკარიანი არის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის კადრი, რომელიც სამეგრელოს რეგიონის მაშტაბით ნიშნავდა კადრებს როგორც თვითმმართველობებში ასევე ძალოვან სტრუქტურებში. თავდაპირველად მე გავუგზავნი მიმართვას საქართველოს შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და დაველოდები რეაგირებას ამ მიმართვაზე ერთი კვირის განმავლობაში. თუ არა და, ორშაბათს სწორედ “სუს”-ის შენობის წინ დავდგამ კარავს და გამოვაცხადებ უვადო შიმშილობას.”-განაცხადა ინგა ქარდავამ. ინგა ქარდავას განცხადებით, თუ არ იქნება შესაბამისი რეაგირება მის მიერ გამოხატულ პროტესტზე, მაშინ აქციას შეუერთდებიან სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის წევრები და ყველა რაიონში მსგავსი კარვები დაიდგმება.

სხვა ახალი ამბები: