ინგირის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

0

11043234_635505066582684_4231807520949337326_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სოფლის სატრანსპორტო გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი მშენებლობა სოფლის მცოვრებლების ერთ–ერთ პრობლემას წარმოადგენდა.ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები.

სარეაბილიტაციო გზის სიგრძე შეადგენს1.084 მეტრს და სიგანე 5 მეტრს.აღნიშნული გზის მონაკვეთი ადგილობრივი მნიშვნელობისაა და ანაკლია–ზუგდიდის ცენტრალურ გზას უერთდება.ამ გზის მონაკვეთით სარგებლობს 620 ადგილობრივი მოსახლე.გზაზე ინტენსიური საავტომობილო მოძრაობაა და დღე –ღამის განმავლობაში 80_დან 160 –მდე ავტომობილი გადაადგილდება. ინგირის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი რომელიც, სატრანსპორტო გზის მოასფალტებას ითვალისწინებს სამ თვეში დასრულდება.