ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი ისა ქაძოევი ზუგდიდშია (ვიდეო)

0

isa qadzoeviინგუშეთის ეროვნული მოძრაობის ლიდერი და ამავე რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ისა ქაძოევი ზუგდიდში იმყოფება. ინგუშთის ყოფილი პირი ანაკლიაში ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა და ამ წუთებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალს ზუგდიდის ცენტრში ყვავილებით ამკობს. ამის შემდეგ კი ისა ქაძოევი ზაურ და ინდიკო ქობალიების სახლსა და საფლავს მოინახულებს.

შეგახსენებთ, რომ ისა ქაძოევი ზვიად გამსახურდიას მეგობარი და თანამებრძოლი იყო. ასევე  დიდი მეგობრობა აკავშირებდა მას ინდიკო და ზაურ ქობალიებთან. ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან ერთად ისა ქაძოევმა რამდენიმე წელი გაატარა ციმბირის ციხეში.

სხვა ახალი ამბები: