ინდირა ზარანდიას ცხედარი ხობის რაიონის სოფელ გურიფულში ჩამოასვენეს

0

10906187_799813980086020_6958801576651931629_nხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში რამდენიმე წუთის წინ ჩამოასვენეს თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპული ინდირა ზარანდიას ცხედარი. რაც შეეხება დაღუპულის დას ლიზა ზარანდიას, ის ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ინდირა ზარანდია სოფელ გურიფულში საკუთარ სახლში დაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ დები ინდირა და ლიზა ზარანდიები, 27 წლის სერგო კაპანაძესთან ერთად თავისუფლების მოედნიდან დელისის მეტროს მიმართულებით ტაქსით მგზავრობდნენ. მათთან კონტაქტი სტიქიის ღამეს, დაახლოებით ათ საათზე გაწყდა. ახლობლები მათ მობილურ ტელეფონზე ვეღარ დაუკავშირდნენ.