ინდმეწარმე ეთერ ცხადაია ზაზა გოროზიას მისი გატაცების მცდელობაში ადანაშაულებს

0

eTerზუგდიდის მეფრინველეობის ფაბრიკის ყოფილი მეპატრონის, ინდმეწარმე ეთერ ცხადაიას განცხადებით მას ჯერ კიდევ ეშინია ზაზა გოროზიას რისხვის და სახზლში ფანჯრები და კარები აქვს დაკეტილი. ეს განცხადება მან დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან გააკეთა. ის ამავე დროს დასძენს, რომ მიუხედავად მის მიერ გაგზავნილი წერილებისა მოქმედი ხელისუფლებისგანაც არანაირი პასუხი არ აქვს.

„30 წერილი გავაგზავნე ახალი მთავრობის წევრებთან, მაგრამ ყველა ერთმანეთს გადასცემს, კარუსელია. არანაირი შედეგი არ არის. მოვითხოვ, ჩემი საქმე დეტალურად იქნეს გამოძიებული. მე ჯერ კიდევ მეშინია ზაზა გოროზიასი. სახლში ღამე ფანჯრები ჩაკეტილი მაქვს. მან, მე ხომ ერთხელ უკვე გამიტაცა, ხელი მომტეხა, რომელიც ჯერ კიდევ მტკივა“,-აცხადებს ეთერ ცხადაია.

ცნობისათვის, ინდმეწარმე ეთერ ცხადაია უკვე ხუთ წელზე მეტია კუთვნილი მეფრინველეობის ფაბრიკის უკანონოდ ჩამორთმევის გამოძიებას ითხოვს. ეთერ ცხადაია ხელს ადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ზაზა გოროზიას. მისი განცხადებით სწორედ ზაზა გოროზიამ რამდენჯერმე სცადა მისი გატაცება და ამ გზით მეფრინველეობის ფააბრიკის თემის დაბლოკვა.

ინდმეწარმის ინფორმაციით, მეფრინველეობის ფაბრიკის მშენებლობის გეგმა მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწონა და მისივე ინიციატივით, 2008 წელს დამტკიცდა. პროექტის მიხედვით, მას 500 000 ლარი უნდა მიეღო. შეთანხმების თანახმად, უნდა მომხდარიყო დიდი ზომის მეფრინველეობის ფაბრიკის მშენებლობა, სადაც მინიმუმ 50 ადამიანი დასაქმდებოდა. ინდმეწარმის თქმით, მას ამ საქმისთვის თანხის მხოლოდ ერთი ნაწილი, 180 000 ლარი ჩაერიცხა. ამ თანხით მან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა, ხოლო 1200 კვ.მ-ზე ააშენა ფაბრიკის მთვარი შენობა, 30 კვ.მ-ზე დამხმარე ნაგებობები. შეიძინა ასევე საჭირო ტექნიკა.

ინდმეწარმე ეთერ ცხადაია საქართველოს მთავრობას და მთავარ პროკურორს დახმარებას სთხოვს.

 

სხვა ახალი ამბები: