ინსტიტუტებისადმი ნდობის რეიტინგში პოლიცია ლიდერობს

0

police“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის შედეგების თანახმად, ინსტიტუტებისადმი ნდობის საკითხში ეკლესიისა და ჯარის რეიტინგები გათანაბრებულია.

ამ რეიტინგში პირველ ადგილს ეკლესია და ჯარი იკავებენ, მრომელთაც გამოკითხულთა თანაბარი რაოდენობა – 93-93 % ენდობა.

ინსტიტუტებისადმი ნდობის რეიტინგში შემდეგი პოზიციები ასე ნაწილდება:
პოლიცია – 88 %, მედიას და პარლამენტს  – 81%–81 %, მთავრობას (მინისტრთა კაბინეტი) – 79 %, განათლების სისტემას – 63 %, პროკურატურას – 60 %, სასამართლოებს – 55 %, ეროვნულ ბანკს – 50 %, სახალხო დამცველს – 49 %, ცსკ–ს – 47 %, ადგილობრივ მთავრობებს – 47 %, პოლიტიკურ პარტიებს – 46 %, პრეზიდენტის ადმინისტრაციას – 37 %, გუბერნატორებს – 32 %, პროფკავშირებს – 20 %.

კვლევა მიმდინარე წლის 17 მაისიდან 2 ივნისის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საარჩევნო ასაკის მქონე 3 998 რესპონდენტი გამოიკითხა.
 

სხვა ახალი ამბები: