ინტერნეტში ფატი შენგელიას სკანდალური აუდიოჩანაწერი გავრცელდა

0

10254033_1461412220759846_2581339773092620015_nრამდენიმე წუთის წინ ინტერნეტ პორტალ youtube-ზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ყოფილი პროკურორის მანონი (ფატი) შენგელიას ფარული აუდიო ჩანაწერი გავრცელდა. აღნიშნული ჩანაწერში ყოფილი პროკურორი ზუგდიდის საკრებულოს წევრს კახა მიქაიას იმ დეტალებს უყვება, რომელიც როლანდ ახალაიას პროკურორობის პერიოდში ხდებოდა. განაწყენებული ფატი შენგელია კახა მიქაიასთან საკმაოდ გულღიად საუბრობს. აუდიო ჩანაწერი 15 წუთიანია.

ყოფილი პროკურორი კახა მიქაიას უყვება ახალაიების ურთიერთობას თენგიზ გუნავასთან და მეგის ქარდავასთან. ასევე ის საუბრობს საკუთარ დამოკიდებულებას ახალაიების ოჯახთან. ფატი შენგელია საკუთარი მეუღლის, ყოფილი პოლიციელის ირაკლი გაწერელიასა და ახალაიების ბოლოდროინდელ ურთიერთობებსაც ააშკარავებს.