ინციდენტი ანაკლიაში: “ქართული ოცნების” მხარდამჭერს თავს დაესხნენ

0

img_4930ფიზიკური დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში გამართულ განმეორებით არჩევნებს. არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში “ქართული ოცნების” დამკვირვებლებმა და აქტივისტებმა გამარჯვება აღნიშნეს, რასაც ჰაერში სროლებიც მოყვა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ნასვამმა პირმა ვალიკო აბსანძემ ცეცხალსასროლი იარაღიდან ისროლა.  პოლიციამ ის და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი გიგა ლუკავა და გოგა ღადუაც ადგილზე დააკავა. ისინი ანაკლიის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ იმყოფებიან.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთ აქტივისტის, მაკა კოდუას ინფორმაციით, მას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ფიზიკურად გაუსწროდნენ. მაკა კოდუას სახეზე რამდენიმე მცირე დაზიანებაც აღენიშნება.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვითმხილველებმა განუცხადეს, რომ მაკა კოდუაზე თავდამსხმელები სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები იყვნენ, რომლებმაც სოფელში “ქართული ოცნების” კანდიდატის გამარჯვების აღნიშნვა ამ ფორმით გააპროტესტეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია საქმე და მიმდინარეობს თვითმხილველთა დაკითხვა.

სხვა ახალი ამბები: