ინციდენტი “მოდულის” შენობაში:- პაატა ქირიამ თვითდაზიანება დაკითხვისას მიიყენა

0
zzzzსამეგრელოში აღმოჩენილ წამების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით დაკავებულმა პაატა ქირიამ თვითდაზიანება დაკითხვისას საკანცელარიო ნივთით მიიყენა.
ამის შესახებ  სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.
„ამ ადამიანმა დაკითხვისას საკანცელარიო ნივთით მიიყენა თვითდაზიანება მუცლის არეში. ის სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი ემერჯენსში და ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,– განაცხადა ნინო გიორგობიანმა და დასძინა, რომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ინციდენტი ე.წ. “მოდულის” შენობაში მოხდა.

სხვა ახალი ამბები: