ინციდენტი წალენჯიხაში:- თენგიზ გუნავას ადგილობრივებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

5

tengoინციდენტი მოხდა წალენჯიხის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე. პრეზიდენტის რწმუნებულს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში თენგიზ გუნავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ადგილობრივებმა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან გუნავას მისამართით რამდენიმე ადამიანი სკანდირებდა “შენ რა უფლება გაქვს აქ ჩამოხვიდე!” , “წადი, გადაშენდი!”

თვითმხილველთა განცხადებით სამეგრელოს გუბერნატორს მათთვის პასუხი არ გაუცია. პარკის ტერიტორია დატოვა და წალენჯიხის ბაზრის ტერიტორიასთან გადაინაცვლა, თუმცა მისი მოწინააღმდეგეები აქაც გამოჩნდნენ და კვლავინდებურად სკანდირება დაიწყეს. თენგიზ გუნავამ ამის სემდეგ წალენჯიხის ტერიტორია დატოვა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს აღნიშნული ფაქტი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ თენგიზ ფიფიამ დაუდასტურა.

“ზუსტად ვერ გეტყვით იქ რა მოხდა, თუმცა მეც თქვენსავით მერე გავიგე, რომ თენგიზ გუნავას სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა რამდენიმე პიროვნებამ. დეტალებზე მართლა არ შემიძლია საუბარი, რადგანაც მე ამ დროს ქალაქ ჯვარში ვიყავი”-აცხადებს თენგიზ ფიფია.

წალენჯიხის ცენტრალურ პარკში მომხდარ ინციდენტს მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარეც შეესწრნენ, თუმცა მათ ამ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

სხვა ახალი ამბები: