ირაკლი ალასანიამ ვლადიმერ შანავას ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა

0

images-cms-image-000003702საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია წალენჯიხის რაიონში ჩავიდა და ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ვლადიმერ შანავას ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

თავდაცვის მინისტრთან ერთად წალენჯიხაში დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჭკორმა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ ჩიხრაძემ.

„ვლადიმერ შანავა მხოლოდ ჩვენი თანამედროვეობის გმირი არ არის. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, ჩვენი ქვეყნის სახელი, არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ მთელს მსოფლიოში ყოფილიყო წარმოჩენილი. მან საკუთარი სიცოცხლის შეწირვით, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავლისათვის გადადგა ძალიან დიდ ნაბიჯი. დარწმუნებილი ვარ, რომ ის მსხვერპლი რაც მან გაიღო, ჩვენს ქვეყანას დიდ მიზნამდე, ძლიერ, ერთიან საქართველომდე მიიყვანს, რომელიც ნატოს და ევროპული ოჯახის წევრი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

სხვა ახალი ამბები: