ირაკლი ალასანიას პარტიას აქტიური მხარდამჭერები ტოვებენ

0

alasaniaთავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას პარტია “თავისუფალი დემოკრატები”  აქტიურმა მხარდამჭერებმა დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ”რეპორტიორი” ავრცელებს. როგორც “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა, უკვე ყოფილმა წევრმა, გია ზედაშიძემ სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, მათ პარტიდან წასვლის გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღეს. მისივე განცხადებით,  ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს კოალიცია “ქართული ოცნებაც”.

“დაახლოებით ერთი თვის წინ პარტია  “თავისუფალი დემოკრატები” 20-მდე წვრმა დავტოვეთ და შევუერთდით ბიძინა ივანიშვილის გუნდს, გაიზრდება თუ შემცირდება ეს ციფრი, თქვენ თვითონ ნახავთ მალე.”

კითხვაზე, რატომ მიიღეს პარტიის წევრებმა ეს გადაწყვეტილება და უკავშირდება თუ არა ეს  თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც მან ამერიკაში ვიზიტის დროს “ევრაზიანეტთან” ინტერვიუში გააკეთა, გია ზედაშიძემ კომენტარისგან თავი შეიკავა.

წინასწარი ინფორმაციით ირკვევა, რომ თავდაცვის მინისტრის პარტია ოცამდე აქტიურმა მხარდამჭერმა დატოვა.

სხვა ახალი ამბები: