ირაკლი ალასანია: ”არაკეთილმოსურნე თუკი საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ესკალაციას შეეცდება, მას ეს ძვირად დაუჯდება”

1
alaxaniaირაკლი ალასანიას განცხადებით, „მავთულხლართების” პოლიტიკა წინა ხელისუფლების დანატოვარია. თავდაცვის მინისტრმა ტელეგადაცემა „ღია ეთერში” დიცში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას რუსეთის მიერ ვითარების შესაძლო ესკალაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობას აღარავის მისცემს, თუმცა ნებისმიერი ესკალაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ყველას ძვირად დაუჯდება.

„ჩვენი ამოცანაა, საგარეო პოლიტიკისა და თუნდაც თავდაცვის კუთხით ისეთი ნაბიჯები გადავდგათ, რომ არ მივცეთ, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციას ან თუნდაც სხვა არაკეთილმოსურნეს რაიმე მიზეზი, პოლიტიკურად და მითუმეტეს სამხედრო ესკალაციით დაგვესხას თავს. ამასთან ერთად, ჩვენ არ გავჩერებულვართ და ვაძლიერებთ შეიარაღებულ ძალებს. ჩვენ ახლა უკვე გვყავს ისეთი მომზადებული შეიარაღებული ძალები, რომელთაც შეუძლიათ, ყველა გამოწვევას, ოპერატიული დონის გამოწვევას უპასუხონ შესაბამისად. ჩვენ განათლებულ, მოაზროვნე არმიას ვქმნით, რომელსაც შემაკავებელი ეფექტი ექნება. ჩვენ არ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, ომით ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის პრობლემის გადაჭრას, მაგრამ ჩვენმა არაკეთილმოსურნემ უნდა იცოდეს, რომ თუკი ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ესკალაციას შეეცდება, მას ეს ძვირად დაუჯდება. სწორედ ამიტომ ვავითარებთ სწრაფი რეაგირების შესაძლებლობებს, ვავითარებთ ანტი-სატანკო, მობილურ სისტემებს და რეგიონში ყველას ეცოდინება, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ეს გააჩნია” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

სხვა ახალი ამბები: