ირაკლი ალასანია: “აუცილებელია ქვეყანაში უშიშროების საბჭო მოქმედებდეს”

0

375661_610303452326734_1037638574_n“აუცილებელია ქვეყანაში უშიშროების საბჭო მოქმედებდეს – ეს სხდომა აქამდეც უნდა ჩატარებულიყო”

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებას მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა სხდომას თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც დასწრებოდნენ. ირაკლი ალასანია უშიშროების საბჭოს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის გამო ვერ ესწრება.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომა აქამდეც უნდა ჩატარებულიყო. ირაკლი ალასანიას თქმით, უკეთესი იქნება თუ უშიშროების საბჭოს შემდეგი შეხვედრა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით ჩატარდება.

დღევანდელ უშიშროების საბჭოს სხდომას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე ესწრება.

სხვა ახალი ამბები: