ირაკლი ალასანია: “აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ოკუპანტ ქვეყანას ეკისრება”

1

alasania irakliiსაქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ისინი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს აკვირდებიან და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით აპირებენ ამ პრობლემების დარეგულირებაზე ზრუნვას.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ოკუპანტ ქვეყანას ეკისრება.

“ერთადერთი განცხადება, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის ის, რომ ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება საოკუპაციო ძალების მხრიდან, იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს, რომ აგრძელებს არა მხოლოდ სამხედრო ანექსიას, არამედ პოლიტიკურ ანექსიასაც, ჩვენი ქვეყნის, კონკრეტულად აფხაზეთის რეგიონის. ჩვენ ძალიან გვაღელვებს, როგორ განვითარდება მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორ აისახება ეს ჯერ კიდევ იქ დარჩენილ აფხაზეთის, გალის ტერიტორიაზე ქართულენოვან მოსახლეობაზე. ვაკვირდებით მოვლენებს და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით ვაპირებთ ამ პრობლემების დარეგულირებაზე ზრუნვას. არის ჟენევის ფორმატი, სადაც მომავალში ეს საკითხები იქნება განხილული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიას საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, აქედან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ეკისრება ოკუპანტ ქვეყანას”, – განაცხადა ალასანიამ.

სხვა ახალი ამბები: