ირაკლი ალასანია: “დადგა დრო, ყველა პროდასავლური ძალა და მოღვაწე გაერთიანდეს”

0

1014alasaთავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, „დადგა დრო, ყველა პროდასავლური ძალა გაერთიანდეს“.

„ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალა, საზოგადო მოღვაწე, ვისთვისაც ძვირფასია ეს ღირებულებები, ერთ მუშტად უნდა შევიკრათ. ახლა დადგა დრო, დავანახოთ ჩვენს მეგობრებს, რომ საზოგადოება ამ ღირებულებების ირგვლივ შეკრულია და დავანახოთ ჩვენს მოწინააღმდეგეს, რომ მათ საქართველოს სახელმწიფებრივი საბოტაჟი, როგორც დღეს ხდება უკრაინაში, არ გამოუვათ. ამიტომ აღვნიშნე დღეს საგანგებოდ, რომ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სიბრძნით გავაგრძელოთ პოლიტიკური მოღვაწეობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზნები რუსეთის ხელისუფლებას აქვს, აქვთ ზუსტი გეგმა, როგორ შეიძლება, მიიტანონ იერიში იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც არიან გარანტი ევროატლანტიკური ინტეგრაციის. უპირველესად, ეს სამიზნე მათთვის თავდაცვის უწყებაა. მათ უნდათ, საფუძველი გამოაცალონ საქართველოს, ქართულ ჯარს“,- განაცხადა ალასანიამ.

სხვა ახალი ამბები: