ირაკლი ალასანია: “დღეიდან აღარ ვარ საჯარო მოხელე, დღეიდან იწყება ახალი პოლიტიკური ეტაპი”

0

alasaniafotoდღეიდან იწყება ახალი პოლიტიკური ეტაპი ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

მისი განცხადებით, ეს იქნება ძალიან საინტერესო ეტაპი. “დღეიდან აღარ ვარ საჯარო მოხელე, დღეიდან იწყება ახალი პოლიტიკური ეტაპი როგორც ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის, ისე ჩემთვის. ეს იქნება ძალიან საინტერესო ეტაპი. ეტაპი იმის, რომ ჩვენ დავიცვათ ის ღირებულებები, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი, ჩვენი ერი მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევას ცდილობს”, – აღნიშნა ალასანიამ.

სხვა ახალი ამბები: