ირაკლი ალასანია: “ედუარდ შევარდნაძე სამხედრო პატივით დაიკრძალება”

0

alasaniaa irakliiედუარდ შევარდნაძე დაიკრძალება სამხედრო პატივით, როგორც უნდა დაიკრძალოს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა, რომელმაც მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლებთან და მთავრობის მეთაურთან ერთად ედუარდ შეძარდნაძის ოჯახს მიუსამძიმრა.

როგორც მან აღნიშნა, ედუარდ შევარდნაძე მსოფლიო დონის მოღვაწე იყო.

,,ბატონი ედუარდი, საქართველოს მეორე პრეზიდენტი, გამორჩეულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის შექმნის და განვითარების კუთხით. მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს საერთაშორისო აღიარების საქმეში და დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბების საფუძვლის ჩაყრაში. ყველას ძალიან დიდი სინანული გვაქვს იმის გამო, რომ ჩვენს შორის აღარ არის”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

სხვა ახალი ამბები: