ირაკლი ალასანია: “თავისუფალი დემოკრატები” ვერ იქნებიან პოლიტიკურ კავშირში “ნაციონალურ მოძრაობასთან”

0

alasania311_41თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატები“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პოლიტიკურ კავშირში ვერ იქნებიან. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენს პარტნიორებს მომავალშიც ვხედავთ კოალიციის ძალებში. არის ლიბარებული მიმართულების პარტიები, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჩამოყალიბებული, იგივე „რესპუბლიკური“ პარტია, რომელთანაც ღირებულებითი ერთობა გვაქვს. რაც შეეხება მომავალში ჩვენს პარტნიპორებს, ერთი რამ შემიძლია, ცალსახად გითხრათ, „თავისუფალი დემოკრატები“ ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებიან  პოლიტიკურ კავშირში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან ჩვენ ფუნდამენტური განსხვავებები გვაქვს ბევრ საკითხზე, მათ შორის – იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იყო ეს ქვეყანა“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

სხვა ახალი ამბები: