ირაკლი ალასანია: “მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება” (ვიდეო)

0

allasaniaaa“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური კუთხით შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი მთავრობის გადადგომაა. ალასანია პრემიერს ურჩევს, რაც შეიძლება დროულად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ორი დღეა ანაკლიაში იმყოფება. მისი თქმით, მთავრობამ საკუთარი რესურსი მთლიანად ამოწურა, ხოლო მოსახლეობა ვერ ხედავს გუნდს ხელისუფლებაში, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია. ალასანია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ ნდობა უცხოელმა ინვესტორებმაც დაკარგეს.

“რაც უფრო გაიჭიმება ამ მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნა, რომელსაც საკუთარი ბიუროკრატიაც კი აღარ სცემს პატივს, ეს ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას შეუწყობს ხელს. მთავრობას არა აქვს განცდა იმისა, რომ შექმნილი უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაწყვეტისთვის უნდა იმოქმედონ. მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება”, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

მისი შეფასებით, არსებულ პირობებში, როცა მთავრობა ლარის “დაჭერას” ვერ ახერხებს, ენერგოტარიფების გაზრდა გარდაუვალია. ალასანია მიიჩნევს, რომ საქმე ენერგოკრიზისისკენაც მიდის.

სხვა ახალი ამბები: