ირაკლი ალასანია სამეგრელოში პრესისთვის დახურულ შეხვედრებს მართავს

0

10858529_900677379956005_7816526878102583281_nირაკლი ალასანია ალექსი პეტრიაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად “თავისუფალი დემოკრატები”–ს სენაკის, აბაშის, მარტვილის და ჩხოროწყუს საკრებულოს წევრებთან, პარტიის ადგილობრივ ლიდერებსა და რეგიონულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ ზუგდიდს ეწვია. ადგილობრივი მედია დღევანდელ შეხვედრაზე არავის დაუუწყებია, თუმცა ანაკლიაში მსგავსი სახის შეხვედრა დღის მეორე ნახევარში უკვე დაგეგმილია.

“თავისუფალი დემოკრატების” წევრები პარტიის ლიდერებთან ერთად რაიონებში არსებულ პრობლემებზე მსჯელობენ და პარტიის სამომავლო გეგმებზე, მიზნებსა და ამოცანებზესაუბრობენ. აღნიშნული შეხვედრები საერთაშორი რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით ტარდება. ანაკლიაში იმყოფება პარტიის ლიდერი და საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც.