ირაკლი ალასანია: “საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ”

0

10403659_876521312371612_9151038805297403831_nთავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კოალიცია “ქართულ ოცნებას” მიმართა, ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომა გამართოს. მისივე განცხადებით კოალიციამ სწორედ ამ სხდომაზე უნდა იმსჯელოს იმაზე თუ  საითკენ მიჰყავს პროკურატურას ქვეყანა.

აღნიშნული განცხადება ირაკლი ალასანიამ “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში, პარტიის წევრებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მან საზოგადოებას მიმართა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებულ თემებზე და განაცხადა, რომ “აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული”.

“საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი, ნატოსთან, ევროკავშირთან და ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას, პოლიტიკურ მომავალს, ხვალ მივმართავ მმართველი კოალიციის პოლიტსაბჭოს, შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საითკენ მიჰყავს პროკურატურას ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა ალასანიამ.

სხვა ახალი ამბები: