ირაკლი ალასანია ხვალ საკუთარ არჩევანს ზუგდიდში გააკეთებს

0

alasania zugdidshi azlevs xmasსაქართველოს ტავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ხვალ ხმას თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდში მისცემს. ირაკლი ალასანია ხმის მისაცემსდ ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლის შენობაში გახსნილ 30-ე საარჩევნო უბანზე 12.00 საათზე დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანია ზუგდიდში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარეგისტრირდა. ირაკლი ალასანიამ, როგორც ზუგდიდელმა როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ზუგდიდში მისცა.