ირაკლი ალასანია – “2016 წელს ”თავისუფალი დემოკრატები” ხალხთან ერთად გამარჯვებას ვიზეიმებთ”

0

2014110812529504069„თავისუფალი დემოკრატების” პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ 2016 წლის არჩევნებში ხალხთან ერთად ”თავისუფალი დემოკრატები” გამარჯვებას იზეიმებენ.

”ჩვენ ყველა ერთად უნდა შევიკრათ და გვახსოვდეს ის, რაც პოლიტიკაში ძველად იყო – გაუტანლობა და სიძულვილი არასდროს არ უნდა ავიღოთ იარაღად. თუ ერთმანეთს არ ვენდეთ და ერთმანეთში მოწინაააღმდეგის გარდა არ დავინახეთ პიროვნება და ადამიანი, ჩვენ ამ დიდ გეგმებს ვერ შევასრულებთ. ამიტომ მე გიცხადებთ სურვილს ასეთი პარტნიორობის, რომელიც იქნება თანაბარი. პარტნიორობის, რომლის ერთადერთი მიზანი არის და მომავალშიც იქნება ჩვენი სახელმწიფოს ძლიერება. დამოუკიდებლობის შენარჩუნება არის უმთავრესი ამოცანა იმ ვითარებაში რაც ჩვენს ირგვლივ და რეგიონში ხდება. მე იმედი მაქვს, რომ ერთად შეურიგებლად გადავიტანთ და მომავალ არჩევნებში – 2016 წელს ხალხთან ერთად ”თავისუფალი დემოკრატები გამარჯვებას ვიზეიმებთ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მან ყოფილ თანაგუნდელებსაც გადაუხადა მადლობა და განმარტა, რომ მისთვის კოალიციაში გატარებული ორი წელი დიდი პატივი იყო.
”ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ იმ ორი წლის, რომელიც გავატარეთ კოალიციასთან ერთად. გაჭირვება, სისასტიკე ,შემდეგ გამარჯვება და გამარჯვებასთან ერთად ყოველდღიური მუშაობა, რომელიც მთავრობასა და პარლამენტში მიდიოდა, ჩემთვის იყო ძალიან დიდი პატივი, რისთვისაც ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ. როდესაც საზოგადოება შეკრულია, შედეგიც დამდგარია, მაგრამ დღეიდან ჩვენ ახალ პოლიტიკურ სივრცეში გადავდივართ. ”თავისუფალმა დემოკრატებმა”, როგორც ოპოზიციურმა ძალამ არ უნდა მისცეს მოსვენება არც ხელისუფლებას და სხვა ინსტიტუტებს რომლებიც გადაუხვევენ საკუთარი ხალხის სამსახურისგან. მაგრამ, ასევე ვიქნებით სრულად მხარდამჭერები ყველასი ხელისუფლებაში თუ მის გარეთ, ვინც უერთგულებს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას წაიყვანს იმ მიმართულებით რაც საბოლოოდ მიგვიყვანს დემოკრატიული დაცული სახელმწიფოს აშენებამდე”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ამ მიმართვის შემდეგ ირაკლი ალასანია ფილარმონიის დარბაზში დელეგატებთან და სტუმრებთან ჩავიდა.
”თავისუფალი დემოკრატების” მესამე ყრილობა უკვე დასრულდა.

სხვა ახალი ამბები: