ირაკლი გოგოხია: “ზუგდიდელები მომავალი თვიდან დასუფთავების გადასახადს გადაიხდიან” (ვიდეო)

0

IRAKLI GOGOXIAქალაქ ზუგდიდის მერის განცხადებით მომავალი თვიდან ქალაქში მცხოვრებლებს კიდევ ერთი გადასახადიც დაეკისრებათ. თითოეული პირი ელექტროენერგიის გადასახადთან ერთად დასუფთავების გადასახადსაც გადაიხდის. ირაკლი გოგოხიას განცხადებით, ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხები არ არის საკმარისი ზუგდიდის დასუფთავებისთვის, რამეთუ წინა წლებისგან განსხვავებით ქალაქის მერიას ნაცვლად 200 ქუჩისა, 400 ქუჩის დასუფთავება მოუწევს.

დასუფთავების გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 50 თეთრი იქნება, რაც წელიწადში 300 ათას ლარამდე გამოდის.

“აღნიშნული გადასახადით ჩვენ საშუალება მოგვეცემა 300 ათასი ლარის მობილიუზაცია მოვახდინოთ, რომელიც ისევ უკან დაუბრუნდება დასუფთავების სამსახურს. ეს გადასახადი არ არის მიბმული ელექტროენერგიის გადასახადთან, როგორც ეს თბილისში იყო. უბრალოდ ქვითარი მოუვათ და რომ უფრო კომფორტული რომ იყოს გადახდა, “ენერგო პროს” ანგარიშზე ჩაირიცხება ეს თანხა და “ენერგო პრო” ისევ აქეთ გადმოგვირიცხავს შემოოსულ თანხებს”-განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.