ირაკლი გოგოხია: ” ზუგდიდის საჭადრაკო სკოლას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება”

0

10847868_947779118576956_30027534522927513_nზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში ქალაქის მერი, ირაკლი გოგოხია და მერის მოადგილე, კობა ჯიქია ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს, ზურაბ აზმაიფარაშვილს, თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის დირექტორს, მარინა მილორავას და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი გიორგაძეს შეხვდნენ. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გერმანე სალია ესწრებოდა.

ქალაქის მერმა სტუმრებს საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციის ხედვა და ანდრია დადიანის სახელობის სკვერის პროექტი გააცნო. “ანდრია დადიანის სკვერის რემონტის პარალელურად მოხდება სკოლის შენობის გარე ფასადის მოწესრიგება. მოგვიანებით კი სკოლას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება”- აღნიშნა ირაკლი გოგოხიამ.

საჭადრაკო სკოლაში საერთაშორისო დიდოსტატებმა, ზურაბ აზმაიფარაშვილმა და გიორგი გიორგაძემ სკოლის ნორჩ მოჭადრაკეებთან ერთდროული თამაშის სეანსიც გამართეს.