ირაკლი გოგოხია: “ინვესტორის მოკვლევა დაიწყო, თუმცა მხოლოდ წესდებას ვერ შევთავაზებთ მას”(VIDEO)

0

gogoxiaaaზუგდიდის საფეხბურთო გუნდ “ზუგდიდის” ნორმალური პირობების შესანარჩუნებლად ქალაქ ზუგდიდის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, თუმცა გუნდის ხარჯები მინიმუმამდეა დაყვანილი. ამის შესახებ განცხადება ქალაქის მერმა, ირაკლი გოგოხიამ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.მისი იმფორმაციით გუნდის გადასარჩენად ინვესტორის მოძიებაც დაიწყო, თუმცა მხოლოდ პარაფინა ქაღალდს, გუნდის წესდებას ვერ შესთავაზებს ინვესტორს.

“ინვესტორის მოკვლევა დაიწყო, მაგრამ ჩვენ ამ ფარატინა ქაღალდს, წესდებას  ვერ შევთავაზებთ ინვესტორს. გუნდს არ აქვს ბაზა, სტადიონი, ინფრასტრუქტურა. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა შევქმნათ. ჩვენ რეალური ბაზა უნდა შევთავაზოთ ინვესტორს. ჩვენ აქეთკენ მივდივართ, ერთი წელი, ორი წელი და მერე უკვე უნდა დავაინტერესოთ კერძო ინვესტორი“, – აცხადებს ირაკლი გოგოხია.

საკრებულოს სხდომაზე გუნდის ახალმა ხელმძღვანელმა გელა ინალიშვილმა აღნიშნა, რომ “ზუგდიდი” ხვალ ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში ქობულეთის “შუქურასთან” გასვლით შეხვედრას გამართავს.

“წინასწარ თადარიგს არ ვიჭერთ, ცუდად ვითამაშებთ თუ კარგად. ჩენ მართლაც შევკრიბეთ გუნდი ამ მცირე დროის განმავლობაში. გუნდი არის შედგენილი სრული შემადგენლობით, თუმცა გუნდის ჩამოყალიბებას წლები სჭირდება” -აცხადებს საფეხბურთო გუნდის ახალი ხელმძღვანელი.

 

სხვა ახალი ამბები: