ირაკლი გოგოხია: “სექტემბრიდან წარჩინებულ სტუდენტებს მერის სტიპენდიას დავუნიშნავთ”

0

11270704_947236438631224_2782917275488574443_oმერის სათათბირო ორგანოს- “ახალგაზრდული საბჭოს” ორგანიზებით, ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია და მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, თაზო ფაცაცია ქალაქ ზუგდიდის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა და განხორციელებულ პროექტებსა და დაგეგმილ სამუშაოებზე ესაუბრა. სტუდენტებმა ქალაქის მერთან მათთვის საჭირბოროტო საკითხები განიხილეს.

“ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივ თვითმმართველობაში, სექტემბრის თვიდან კი წარჩინებულ სტუდენტებს მერის სტიპენდიასაც დავუნიშნავთ”- განაცხადა ქალაქის მერმა.